Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სკანდალების ახალი სერია დაიწყო – გია აბაშიძე

მარშალ პრესი 28/07/2023
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოცილაური ქსელში წერს:

” 27 ივლისის ვიდეობლოგი – ნაცსექტის ნიკა მელიას ტრაგიკომიკური ფარისევლობა:
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სკანდალების ახალი სერია დაიწყო პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან მისი ჩაჩოჩების შემდეგ მელია რევანშისტი გახდა და უნდა, რომ პარტიაში თავისი პოზიციები აღიდგინოს ანდა დაასუსტოს „ნაცმოძრაობა“. ის ახალ პარტიას, დიდი ალბათობით, ვერ შექმნის, რადგან ამისთვის ფინანსური-ინტელექტუალური რესურსებია საჭირო, რაც მას და მის თანამზრახველებს არ გააჩნიათ.
წესით, „ნაცმოძრაობის“ მენეჯმენტმა ნიკანორ მელია პარტიიდან უნდა გარიცხოს. მან პარტიაზე მოთქმა-გოდებასთან ერთად მძიმე ბრალდებები წაუყენა დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სამეგრელოს ყოფილ ნაცგუბერნატორს ზაზა გოროზიას, რომლებსაც, მელიას მტკიცებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფულის შოვნის გარდა არაფერი უნდათ.
შესაძლოა, „ნაცმოძრაობაში“ გარკვეული დისონანსის შემდეგ მელიამ „წამებულის მანტია“ მოირგოს. რასაც ახლა ნიკა მელია აკეთებს, რომ არც პარტიიდან მიდის და თანაც თავისი კრიტიკული განცხადებებით შიდა სამზარეულოს ამბები გარეთ გამოაქვს, შიდაპარტიული საბოტაჟია.
საკითხავია, ახლა აღმოაჩინა ნიკა მელიამ მანკიერებანი იმ პარტიაში, რომელმაც ცხრაწლიანი მმართველობისას ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთლეობა შეიწირა? რა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და სხვა ნაცჩინოსნები უმანკო კრავები იყვნენ მთავრობაში ყოფნისას?
ნიკა მელიას ეს პირწავარდნილი ფლიდობა და ფარისევლობა ისეთივე ფუჭი და მიუღებელია, როგორც ნაცისტური გერმანიის გამართლება. მელია თავადაც იყო სააკაშვილის მთავრობის ჩინოსანი და თუნდაც აღსრულების ბიუროდან დასდევდა მაშინდელ ოპოზიციას. ეს ბევრს არ დავიწყებია.
„ნაციონალური მოძრაობა“, სადაც ვანო მერაბიშვილი იყო რეჟიმის ხერხემალი, კეზერაშვილი ჯარის მძარცველი და კიდევ სხვა ნაცჯალათები ბოგინობდნენ, ვერასდროს გამართლდება. რეჟიმის თავდაპირველი რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ გადაფარავენ ამ ბოროტი სექტის დანაშაულებებს ქართველის ერის წინააღმდეგ.
ნიკა მელია უსირცხვილოდ აცხადებს, რომ თავმჯდომარეობისას ჰქონდა შესაძლებლობა, პარტია ფულისტი და ანგარებიანი ადამიანებისგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ თურმე ერთობა მიიჩნია ძვირფასად. ისეთი იაფფასიანი პოზიციონირება სურს, რომ თითქოს კრიმინალმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი რამ არ იცოდა და ახლაც იზოლოციაშია ახლო გარემოცვის მიერ. დაახლოებით ის ლეგენდა – სტალინმა მასობრივი რეპრესიების შესახებ არაფერი იცოდა. გამოვლილი გვაქვს ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა.
ქართული საზოგადოება არაა გულუბრყვილო და მშვენივრად იცის, რომ ნიკანორ მელიამ ძალიან კარგად იცოდა თუ რა ხდებოდა „ნაცმოძრაობაში“. მანკიერი სქემები მისთვის ძალიან კარგად ნაცნობი იყო და, სავარაუდოდ, აქტიური მონაწილე თავადაც იქნებოდა.
მერამდენჯერ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი არა საქართველო და ჩვენი ხალხია, არამედ ვერცხლისმოყვარეობა, ანგარება, კერძო ბიზნესინტერესები და ფინანსური მაქინაციები.
ნაცოპოზიცია არის დიდ გაუგებრობაში, მათ შიდა რესურსი პოლიტიკურ საკითხებზე ელექტორატთან სასაუბროდ ამოწურული აქვთ და დაიწყეს კარტების გახსნა შიდაპარტიულ საკითხებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მელიას პოლიტიკურ მომავალს. როგორც აღვნიშნე, ის ახალი პარტიის შესაქმნელად არ გამოდგება, აკლია ყველანაირი რესურსი. ნიკა მელია პარტნიორად არავის სჭირდება. თანაც ამბიციურ ურეიტინგო რადიკალურ პარტიებში რთული წარმოსადგენია, რომ მას ლიდერობა უბოძონ. არ გამოვრიცხოთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის სიმტკიცის გარკვეულწილად შენარჩუნებისთვის, ის კეზერაშვილმა არ გარიცხოს, სააკაშვილის რეკომენდაციით, არ მიაქციონ ყურადღება და არჩევნებამდე როგორმე მიაღწიონ. თუ, რასაკვირველია, მელიამ კიდევ უფრო არ გაამწვავა შიდაპარტიული ვითარება.
ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო სუსტდება და ეს დადებითია ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის.”- წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი გველის, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება ძალიან მსხვილი და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურის მქონე ახალი საერთაშორისო აეროპორტი
Next: ირაკლი კობახიძე: რატომ არ პასუხობენ კითხვას – საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ საქმიანობაში, რომელიც ნახსენებია FARA -ში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.