Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი გველის, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება ძალიან მსხვილი და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურის მქონე ახალი საერთაშორისო აეროპორტი

მარშალ პრესი 28/07/2023
მარიამ ქვრივიშვილი

ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი გველის, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება ძალიან მსხვილი და შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურის მქონე ახალი საერთაშორისო აეროპორტი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სურთ შეიქმნას აეროპორტი, რომელიც იქნება მომავლის აეროპორტი, რომელიც უპასუხებს საერთაშორისო და შიდა მოგზაურების მოთხოვნებს.

„ჩვენ განვიხილავთ ორ ძირითად მიმართულებას, ერთია არსებული აეროპორტის შესაძლო განვითარება და უკვე დასრულებული გვაქვს განვითარების გეგმაზე მუშაობა. უკვე გვაქვს ფაქტობრივად სრული სურათი, რა არის ის მაქსიმალური შესაძლებლობა, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია გაფართოების კუთხით და რა არის ის საკმაოდ ბევრი შეზღუდვა, რომელიც მას გააჩნია. მეორე მხრივ, უკვე დავიწყეთ შესწავლა ვაზიანის, როგორც ალტერნატიული ახალი ლოკაციის. მიმდინარე პერიოდში ტექნიკური კვლევების პროცესი გვაქვს. ვაწარმოებთ ტექნიკურ კვლევებს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, თუ რა გზით არის ქვეყნისთვის უკეთესი განვითარება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და რა გვინდა რომ მივიღოთ. ჩვენ გვინდა მივიღოთ აეროპორტი, რომელიც იქნება მომავლის აეროპორტი, რომელიც უპასუხებს საერთაშორისო და შიდა მოგზაურების მოთხოვნებს, იქნება ტრანზიტული, ლოჯისტიკური ჰაბი და ჩვენ შევძლებთ განვავითაროთ ისეთი საავიაციო სერვისები მათ შორის, როგორიც არის კარგო მიმართულება და სხვა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Post navigation

Previous: მარიამ ქვრივიშვილი: ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მიმდინარეობს, თითქოს ჩვენი ზღვის წყალი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. ეს არის ქვეყნის მტრობა
Next: „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სკანდალების ახალი სერია დაიწყო – გია აბაშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.