Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც ხაბეიშვილი, ვაშაძე, სააკაშვილი არის შენი სახე, ასეთ პირობებში გადაჯგუფება წარმატების არავითარ რესურსს არ მისცემთ

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი კობახიძე

როდესაც ხაბეიშვილი არის შენი სახე, გიორგი ვაშაძე, სააკაშვილი და ა.შ, ასეთ პირობებში მათ გადაჯგუფება წარმატების არავითარ რესურსს არ მისცემს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი Live“-ში ოპოზიციაში წინასაარჩევნო გაერთიანებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„რეალურად არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ და იქ შიდა გადაჯგუფება როგორი იქნება, ეს არსებით გავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის ვერც არჩევნების შედეგებზე. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცალ-ცალკე გამოვა, თუ ერთად, ასეც და ისეც, არის განწირული წარუმატებლობისთვის. დღეს საქართველოს ჰყავს ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი კომპეტენციისგან, ინტელექტისგან, ყველაფრისგან და შესაბამისად, ასეთ პირობებში წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს. გადაჯგუფებები ვერაფერს შემატებს ასეთ ოპოზიციას თუ ისინი დარჩებიან ასეთებად და არ ექნებათ პოტენციალი, რომ საკუთარი მდგომარეობა გააუმჯობესონ. გაიუმჯობესონ თუნდაც რეპუტაცია. უკვე 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში იყვნენ, დღემდე ვერ გაბედეს საკუთარი უმძიმესი დანაშაულების აღიარება. საუბარია ადამიანის წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, ტელევიზიების მიტაცებაზე, დღემდე ამ ყველაფერს შეცდომებს უწოდებენ. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ რაიმე ჯანსაღი ამბიცია, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში. რა თქმა უნდა, მათ არჩევნებში არავითარი წარმატების რესურსი არ აქვთ და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გარდა იმისა, რომ მათ აქვთ უმძიმესი წარსული, უმძიმესი რეპუტაცია და არიან საკუთარი წარსულის მძევლები, არიან დაცლილი ინტელექტისგან და ჯანსაღი თვისებებისგან. როდესაც ხაბეიშვილი არის შენი სახე, გიორგი ვაშაძე, სააკაშვილი და ა.შ, ასეთ პირობებში მათ გადაჯგუფება წარმატების არავითარ რესურსს არ მისცემს“, – აღნიშნა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე 12 რეკომენდაციაზე: ივლისის ჩათვლით რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა. რაც შეიძლება გაკეთდეს დეკემბრამდე, ყველაფერი გაკეთდება
Next: ირაკლი კობახიძე: კოლექტიური ნაცმოძრაობა ომისა და ღალატის პარტიაა – მათ ჰქონდათ დავალება, რომ საქართველო გამხდარიყო მეორე ფრონტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.