Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 12 რეკომენდაციაზე: ივლისის ჩათვლით რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა. რაც შეიძლება გაკეთდეს დეკემბრამდე, ყველაფერი გაკეთდება

მარშალ პრესი 28/07/2023
ირაკლი კობახიძე

რეალურად არის 3 სფერო, რაზეც დაგვჭირდება დამატებითი განმარტებები. ამაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია, გაგრძელდება და ჩვენ უკვე სექტემბრიდან დავიწყებთ დამატებითი ცვლილებების განხორციელებას იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს ძალისხმევას, ივლისის ჩათვლით რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა. რაც შეიძლება გაკეთდეს დეკემბრამდე, ყველაფერი გაკეთდება. არის გარკვეული პუნქტები, სადაც პროგრესის მიღწევა ჩვენზე არ არის დამოკიდებული და განსაკუთრებით ეს არის დეპოლარიზაცია. როგორ შეიძლება ჩვენ ცალმხრივად ავიღოთ პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით? იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ობიექტური შეფასება იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ არიან სუბიექტები, რომლებიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში პრობლემებს ქმნიან
Next: ირაკლი კობახიძე: როდესაც ხაბეიშვილი, ვაშაძე, სააკაშვილი არის შენი სახე, ასეთ პირობებში გადაჯგუფება წარმატების არავითარ რესურსს არ მისცემთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.