Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად

მარშალ პრესი 27/07/2023
სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შექმნა ახალი დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო სანქციების შესაბამისობის შესახებ გაიდლაინების შემუშავებაზე, რათა უზრუნველყოს ფინანსური ინსტიტუციის მიერ სათანადო და ეფექტური მონიტორინგი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სანქციების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აუკრძალა VTB Georgia-ს ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურება დოლარში, ევროში და სხვა უცხოურ ვალუტაში.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი რეკომენდაციები ევროკავშირმა მისცა უკრაინასა და მოლდოვასაც, თუმცა ამ ქვეყნებს ისე მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომ ეს რეკომენდაციები შესრულებული არ ჰქონდათ.
Next: საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სენატორ ტომ კოტონს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.