Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ეთაკილება სააკაშვილის ლობიზმი, უკვე კარგია, მაგრამ, ორივე ლობისტური კომპანია გავლენიანი ამერიკული კომპანიებია და თავად შეუძლიათ გაარკვიონ და შემდეგ ჩვენც შეგვატყობინონ, სად არის სიმართლე?

მარშალ პრესი 27/07/2023
ხუნდაძე

“ცხადია, სააკაშვილის ლობიზმმა, ლობიზმის ნაცვლად საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც სურთ სიყალბეს სიმართლე დაარქვან და დამნაშავე რეჟიმი გამარჯვების ფორმულად აქციონ მოახლოებულ არჩევნებში”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე წერს.

ხუნდაძის თქმით, ცხადია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სააკაშვილის ლობიზმი ეთაკილება, თუმცა ამ კამპანიაში ჩართული ორივე ლობისტური კომპანია ამერიკულია.

“იქნებ აგვიხსნან, ვინ იტყუება? ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტები ამხელს საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს სააკაშვილის ლობიზმში. ამასთანავე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამერიკის საელჩოს არც ერთი თანამშრომელი სააკაშვილის ლობიზმში არასოდეს ჩართულა. ის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ეთაკილება სააკაშვილის ლობიზმი, უკვე კარგია, მაგრამ, ორივე ლობისტური კომპანია გავლენიანი ამერიკული კომპანიებია და თავად შეუძლიათ გაარკვიონ და შემდეგ ჩვენც შეგვატყობინონ, სად არის სიმართლე? თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად გავლენიანი კომპანიებია, რომ ერთ-ერთს, აკერმანის კომპანიას საქართველოში რევოლუციის მომზადებაც კი დაავალეს. ცხადია, სააკაშვილის ლობიზმმა, ლობიზმის ნაცვლად საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.
ასე ხდება ყოველთვის, როდესაც სურთ სიყალბეს სიმართლე დაარქვან და დამნაშავე რეჟიმი გამარჯვების ფორმულად აქციონ მოახლოებულ არჩევნებში. ფაქტები გვიჩვენებს, რომ “შავის გათეთრების” პროცესში, კიდევ ბევრი საერთაშორისო სკანდალის მომსწრე გავხდებით მომდევნო ერთი წელი,” – წერს ხუნდაძე.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: ამერიკის საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თვითონ გაერკვიონ ერთმანეთში, რომელია სწორი და რომელი – არასწორი, ანდა ჰკითხონ ალასანიას „აკერმანს“, ან სახელმწიფო დეპარტამენტს
Next: ეკა სეფაშვილი: საოცარია, რომ აშშ-ს ელჩი თუ საელჩო არ ეცნობა „FARA“-ს დოკუმენტაციას, რომელიც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ასე დაწვრილებით ეცნობა საქართველოს ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და საქართველოში პოლიტიკოსების განცხადებებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.