Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკის საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თვითონ გაერკვიონ ერთმანეთში, რომელია სწორი და რომელი – არასწორი, ანდა ჰკითხონ ალასანიას „აკერმანს“, ან სახელმწიფო დეპარტამენტს

მარშალ პრესი 27/07/2023
გურამ მაჭარაშვილი

„საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი პირდაპირ არის მოხსენიებული იმ კონტრაქტში, რომელსაც უნდა უზრუნველეყო პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციების გავრცელება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის საელჩო არ ეთანხმება თავისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამიტომ თავად ეს ორი სტრუქტურა ჯერ ერთმანეთში უნდა გაერკვეს და შემდეგ დაადანაშაულონ ჩვენი ქვეყანა.
„როდესაც საელჩო აკრიტიკებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ეს არის მინიმუმ უხერხული. საელჩოს თანამშრომელი, ან ელჩი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ, პოლიტიკოსები, ვავრცელებთ და კომენტარებს ვაკეთებთ, თურმე ყოფილა დეზინფორმაცია. ამერიკის საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თვითონ გაერკვიონ ერთმანეთში, რომელია სწორი და რომელი – არასწორი, ანდა ჰკითხონ ალასანიას „აკერმანს“, ან სახელმწიფო დეპარტამენტს. ჩვენკენ რატომ იშვერენ ისრებს, ეს არის გაუგებარი.
საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი პირდაპირ არის მოხსენიებული იმ კონტრაქტში, რომელსაც უნდა უზრუნველეყო პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციების გავრცელება და უცხოელი პოლიტიკოსების მობილიზება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი დაპირისპირებაზე ნაცმოძრაობაში: დაპირისპირების მიზეზი არის ის, რომ ვერ ინაწილებენ იმ ფულს, რომელიც ამ პარტიაშია და რომლითაც კეზერაშვილი აფინანსებს და ასევე, ვერ ინაწილებენ ძალაუფლებას
Next: დიმიტრი ხუნდაძე: ის, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ეთაკილება სააკაშვილის ლობიზმი, უკვე კარგია, მაგრამ, ორივე ლობისტური კომპანია გავლენიანი ამერიკული კომპანიებია და თავად შეუძლიათ გაარკვიონ და შემდეგ ჩვენც შეგვატყობინონ, სად არის სიმართლე?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.