Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ამაზრზენია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ ერიდებიან თანხების გადახდას, რომ ამერიკელი სენატორები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გატარებაში დაარწმუნონ

მარშალ პრესი 20/07/2023
რატი ბრეგაძე

სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია, – ასე გამოეხმაურა რატი ბრეგაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებს. ამ თემაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ეს ადამიანები მოქმედებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და პირდაპირ ასხამენ წყალს საქართველოს არაკეთილმოსურნის წისქვილზე. აქ ახალი პრაქტიკულად არაფერია. უბრალოდ ნამდვილად ამაზრზენია, როდესაც ვკითხულობთ ამ ოფიციალურად გამოქვეყნებულ აქტში, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესებისა და ნება-სურვილის დასაკმაყოფილებლად, ეს ადამიანები არ ერიდებიან თანხების გადახდას თუნდაც იმისთვის, რომ მაგალითად ამერიკელი სენატორები დაარწმუნონ, რომ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ გატარდეს სანქციები. ვფიქრობ, ამაზე დიდი მავნებლობა რთულია წარმოვიდგინოთ.

საბოლოოდ, სიმართლე არ იყიდება. ის აუცილებლად პოულობს თავის გზას ადრე თუ გვიან. ვფიქრობ, მთელი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ სიმართლე არის საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხარეს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვმოქმედებთ მკაცრად კანონის ფარგლებში და ნებისმიერ ფასად დავიცავთ საქართველოს, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს. რა სახის პოლიტიკური შტურმიც არ უნდა განახორციელოს ამ მავნებლურმა ოპოზიციამ თუ მსჯავრდებულის მომხრეებმა, რომლებიც გაურკვეველი წარმომავლობის თანხებით აფინანსებენ ამ მავნებლურ კამპანიას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე: უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ელჩისთვის იმის მოწოდება, რომ დაეტოვებინა უკრაინა და წამოსულიყო საქართველოში, დიპლომატიური პრაქტიკისთვის არის აქამდე უცნობი აქტი, მსგავსი რამ არ ხდება
Next: რატი ბრეგაძე: „ნაცმოძრაობის“ ცოდვილობა საზოგადოებამ ყველა არჩევნებზე იხილა – ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს უნდა გაითვალისწინონ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.