Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ელჩისთვის იმის მოწოდება, რომ დაეტოვებინა უკრაინა და წამოსულიყო საქართველოში, დიპლომატიური პრაქტიკისთვის არის აქამდე უცნობი აქტი, მსგავსი რამ არ ხდება

მარშალ პრესი 20/07/2023
რატი ბრეგაძე

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები და შემდგომში იგივე საქართველოს ელჩისთვის იმის მოწოდება, რომ დაეტოვებინა უკრაინა და წამოსულიყო საქართველოში, დიპლომატიური პრაქტიკისთვის არის აქამდე უცნობი აქტი, მსგავსი რამ არ ხდება და პრაქტიკულად ამის მაგალითები არ არსებობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს და შემდგომში იგივე საქართველოს ელჩისთვის იმის მოწოდებას, რომ დაეტოვებინა უკრაინა და წამოსულიყო საქართველოში, დიპლომატიური პრაქტიკისთვის არის აქამდე უცნობი აქტი, მსგავსი რამ არ ხდება და პრაქტიკულად ამის მაგალითები არ არსებობს. საქართველოს ელჩი ბატონი ზაქარაშვილი ქართველ დიპლომატებთან ერთად იმყოფებოდა კიევში მაშინ, როდესაც ეს ქალაქი იბომბებოდა და პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური მისია გასული იყო უკრაინის დედაქალაქიდან. პირადად მქონდა რამდენჯერმე შესაძლებლობა ამ ადამიანთან მესაუბრა და მათ შორის სატელეფონო საუბრის დროს ისმოდა აფეთქებების ხმა. ადამიანს, რომელიც უკრაინელი ხალხის გვერდით იდგა ასე ვაჟკაცურად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მოუწოდო, რომ დატოვოს უკრაინა და წამოვიდეს საქართველოში კონსულტაციების გასამართად იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც იხდის საქართველოში, სუვერენულ სახელმწიფოში სასჯელს, და ყველაფერი მიმდინარეობს კანონის ფარგლებში, არის სრულიად გაუგონარი. რაზე უნდა გამართოს საქართველოს ელჩმა საქართველოს ხელისუფლებასთან მაშინ, როდესაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი?! ადამიანი იხდის სასჯელს და მისი გათავისუფლების არცერთი ფორმალური საფუძველი არ არსებობს. მას სასამართლომ უარი უთხრა ჯანმრთელობის მოტივით სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე და ასევე სტრასბურგის სასამართლომაც უარი უთხრა სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანაზე“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე: როდესაც ფსევდოქართველი პატრიოტი არახამია აკეთებს განცხადებებს, კეთილი ინებოს და ერთხელ მაინც ქართულ ენაზე მიმართოს საზოგადოებას – მას ვურჩევდი პირველ რიგში იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც თავად არის
Next: რატი ბრეგაძე: ამაზრზენია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ ერიდებიან თანხების გადახდას, რომ ამერიკელი სენატორები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გატარებაში დაარწმუნონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.