Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

შუახევის რაიონში ორ ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს ჯერ ბელები, შემდეგ კი მათი დედა დაესხა

მარშალ პრესი 19/07/2023
დათვი

შუახევის რაიონის სოფელ დაბაძველში ჭალაში წასულ ორ ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს ჯერ ბელები დაესხნენ, შემდეგ კი მათი დედა. ხანმოკლე ორთაბრძოლის შემდეგ, ცხოველი ბელებთან ერთად ტყეში წავიდა, ზოიძეების ოჯახი კი – ექიმთან. დათვის დატორილ ბავშვს მედიკოსებმა 12 ნაკერი დაადეს, ქალები კი, რომლებსაც დათვებთან ბრძოლა მოუწიათ, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

დათვების გამოჩენა უცხო არ არის შუახევის მაცხოვრებლებისთვის, თუმცა, ამბობენ, რომ გარეული ცხოველის ადამიანზე თავდასხმის ფაქტი პირველად მოხდა. ადგილობრივები იმასაც იხსენებენ, რომ დათვები სოფელში, უფრო ხშირად, მოსავლის აღების პერიოდში ჩამოდიან. მოქალაქეების განმარტებით, ვინაიდან მურა დათვი წითელ ნუსხაშია და მისი მოკვლა 50 ათას ლარიანი ჯარიმით ისჯება, მათ საკუთარ ყანებსა და ტყეში გადაადგილება, ხშირად, პიროტექნიკით უწევთ, ცხოველების დასაფრთხობად.

მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი და შესაბამისად, მისი დატყვევება და ლიკვიდაცია კანონით ისჯება.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე: ექიმებისგან დასტური როცა გვექნება, პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში
Next: არაკაცი გვარამია ჯერ საქართველოს მაგინებელ არახამიას ჩაეხუტა, შემდეგ პოდოლიაკს – ლევან ნიკოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.