Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ექიმებისგან დასტური როცა გვექნება, პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში

მარშალ პრესი 19/07/2023
რატი ბრეგაძე

ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად, ექიმებისგან დასტური როდესაც გვექნება, რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო პატიმრის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მაქსიმუმს აკეთებს.

„მოწადინებული ვართ, ამ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს შესაბამის მდგომარეობაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პატიმართან მიმართებაში, ჩვენი სურვილია, მათ ჰქონდეთ სათანადო ჯანმრთელობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი. ამას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოწადინებული იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, ვართ ჩვენ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ის პატიმრობაში იმყოფება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვართ ჩვენ. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი შიმშილობის ეპიზოდები და ექიმებისადმი დაუმორჩილებლობა, რაც, რა თქმა უნდა, აუარესებდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ რამდენიმეჯერ განვაცხადეთ, რომ ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებდა, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად თავისუფლება მოეპოვებინა, თუმცა ეს მცდელობები კრახით დასრულდა, როგორც ადგილობრივ სასამართლოში, ასევე მათთვის წარუმატებლად დასრულდა სტრასბურგის სასამართლოში დაყენებული ერთადერთი მოთხოვნა, რომ მომხდარიყო მსჯავრდებულის სამკურნალო მიზნით საზღვარგარეთ გაყვანა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე: როდესაც კიევი იბომბებოდა, საქართველოს ელჩი უკრაინაში რჩებოდა უკრაინელი ხალხის გვერდით. როდესაც ტელეფონით ვსაუბრობდით, აფეთქებების ხმაც მესმოდა
Next: შუახევის რაიონში ორ ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს ჯერ ბელები, შემდეგ კი მათი დედა დაესხა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.