Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ეჭვიც აღარ ჩნდება, თუ რა მექანიზმებით ცდილობენ ამერიკული და ევროპული სპეცსამსახურები ივანიშვილზე გავლენის მოპოვებას

მარშალ პრესი 18/07/2023
ზურაბ ქადაგიძე

ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის წინ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და რომ არანაირი ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ არ იმოქმედებს ქვეყნისთვის საზიანოდ. ეს კარგად იციან იმ აქტორებმა, ვინც ეს მსოფლიო მასშტაბის აფიორა დაგეგმა და კვლავ არ აკლებენ მცდელობას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.

მისი თქმით, გლობალური პოლიტკონიუნქტურის შემქმნელების მხრიდან მცდელობა, საქართველო გამოყენებულ იქნას გეოპოლიტიკური მიზნებისათვის, არ წყდება.

„დღეს ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ რატომ არ სრულდება სასამართლო გადაწყვეტილება და ეზღუდება საკუთარ კაპიტალთან წვდომა ბიძინა ივანიშვილს. “კრედიტ-სუისთან” დასრულებული სასამართლოთი და აბსოლუტურად გამართლებული ბიძინა ივანიშვილის საქმიდან გამომდინარე, უკვე ეჭვის ნატამალიც აღარ რჩება, რომ საქმე მთლიანად ინსინუაციური იყო და გარე ძალების ჩართულობით, მცდელობას ჰქონდა ადგილი, ფინანსური ბერკეტით მომხდარიყო ბიძინა ივანიშვილზე გავლენის მოპოვება.

დღეის მონაცემებით, სასამართლოთი დაბრუნებული კაპიტალის 95%-ს აკონტროლებს ე.წ ამერიკული და ევროპული ჰეჯფონდები, რომელთა ვალდებულებაცაა კანონიერი მფლობელის კაპიტალით უზრუნველყოფა, თუმცა რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეს ფონდები ზღუდავენ ფინანსებთან წვდომასა და სასამართლოს აღსრულებას. აქედან გამომდინარე, უკვე იოტისოდენა ეჭვიც აღარ ჩნდება, თუ რა მექანიზმებით ცდილობენ ამერიკული და ევროპული სპეც-სამსახურები ივანიშვილზე გავლენის მოპოვებას. მას შემდეგ, რაც შვეიცარიული ბანკი შეეწირა ამ გლობალური მაქინაციების სქემას, ახლა ჯერი ფონდებზეა, რომ ამ ფინანსური უზრუნველყოფის შეზღუდვით სცადონ სასურველი შედეგის მიღება. ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის წინ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და საქართველოს გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის ჩარჩოებში მოქცევას და რომ არანაირი ფინანსური უზრუნველყოფის სანაცვლოდ არ იმოქმედებს ქვეყნისთვის საზიანოდ. მოკლედ, ეს კარგად იციან იმ აქტორებმა, ვინც ეს მსოფლიო მასშტაბის აფიორა დაგეგმა და კვლავ არ აკლებენ მცდელობას. გამოიყენებენ ზემოხსენებულ ფონდებს მაქსიმალურად და ისევე გაუნადგურებენ რეპუტაციას, როგორც შვეიცარიულ ბანკს. ასე რომ, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის შემქმნელების მხრიდან მცდელობა, საქართველო გამოყენებულ იქნას გეოპოლიტიკური მიზნებისათვის არ წყდება“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: გიორგი ცუცქირიძე: უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, რაც სასამართლოებში დავა მიმდინარეობს, მაგრამ პროცესების მოგების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ თანხებზე წვდომა კვლავაც არ აღუდგა
Next: პრაღაში დებატების საერთაშორისო ფორუმზე ქართულმა დელეგაციამ გამარჯვება მოიპოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.