Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, რაც სასამართლოებში დავა მიმდინარეობს, მაგრამ პროცესების მოგების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ თანხებზე წვდომა კვლავაც არ აღუდგა

მარშალ პრესი 18/07/2023
გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის განცხადებას.

მისი თქმით, უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, რაც სასამართლოებში დავა მიმდინარეობს, მაგრამ პროცესების მოგების მიუხედავად, პრობლემის გადაწყვეტა მაინც ვერ ხერხდება და ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ თანხებზე წვდომა კვლავაც არ აღუდგა.

„დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისგან გავიგეთ, რომ „კრედიტ სუისთან“ მიმდინარე დავის გარშემო სასამართლოებში ყველაფერი კარგად მიდის. მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა, რომელიც სასამართლო დავას უკავშირდება, დროის გაჭიანურებაა.

დროის გაჭიანურება შეიძლება ერთადერთი პრობლემაა, მაგრამ, თავისი არსით, ეს პრობლემა არსებითია. უკვე ხუთ წელიწადზე მეტია, რაც სასამართლოებში დავა მიმდინარეობს, მაგრამ პროცესების მოგების მიუხედავად, პრობლემის გადაწყვეტა მაინც ვერ ხერხდება და ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ თანხებზე წვდომა კვლავაც არ აღუდგა.

საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკაში ვერ ნახავთ იმის ვერცერთ პრეცედენტს, რომ მსგავს საქმეზე ბანკი მეორე ინსტანციაში მიდიოდეს. ამგვარი პრეცედენტი არც „კრედიტ სუისის“ დავების პრაქტიკაში არსებობს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომელიმე ქართულმა ბანკმა თქვენი ანგარიშიდან თანხები რომ მოიპაროს და მოპარული თანხის დასაბრუნებლად სამი სასამართლო ინსტანცია რომ მოგატაროთ. ასეთ რამეს ბანკი თუნდაც იმის გამო არ გააკეთებს, რომ კლიენტების თვალში საკუთარი რეპუტაციის ბოლომდე განადგურებას მოერიდება.

თუმცა, ჩანს, რომ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი საკუთარი ბანკის რეპუტაციას არათუ არ უფრთხილდება, არამედ მას სრულიად შეგნებულად ანადგურებს. სწორედ ამიტომ გვაქვს საქმე უპრეცედენტო და უნიკალურ შემთხვევასთან, რომ მსგავსი ტიპის საქმეზე ბანკი არათუ მეორე, ახლა უკვე მესამე ინსტანციაშიც კი ჩივის და დროს თავხედურად აჭიანურებს. ბანკმა ბოლოს საქმე კასაციის წესით ლონდონის სასამართლოში გაასაჩივრა, რომ თანხის დაბრუნება კიდევ ორი წლით გადაავადოს და პოლიტიკური შანტაჟისთვის მეტი დრო დატოვოს.

სინამდვილეში, თუკი საიდანმე იკითხება ყველაზე ცხადად პოლიტიკური შანტაჟი, ეს სწორედ დროის შეგნებულად გაჭიანურებაა. სხვაგვარად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება წავიდეს ბანკის მენეჯმენტი ასეთ უხეშ, საბანკო ეთიკასთან სრულიად შეუთავსებელ ქმედებებზე და როგორ შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა კლიენტისთვის თანხის არდასაბრუნებლად და საკუთარი ბანკის რეპუტაციის საბოლოოდ ჩამოსაშლელად“, – წერს ცუცქირიძე.

Post navigation

Previous: ვლადიმერ ბოჟაძე: ,,გლობალური ომის პარტია” ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ზეწოლას საქართველოს სახელმწიფოზე და პოლიტიკიდან წასულ, მეცენატ ბიძინა ივანიშვილზე
Next: ზურაბ ქადაგიძე: ეჭვიც აღარ ჩნდება, თუ რა მექანიზმებით ცდილობენ ამერიკული და ევროპული სპეცსამსახურები ივანიშვილზე გავლენის მოპოვებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.