Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

მარშალ პრესი 16/07/2023
ოზურგეთი

ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. 5-დან 15 ივლისის ჩათვლით მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე როგორც ქართული, ასევე, უცხოური თეატრალური დასების მონაწილეობით 26 სპექტაკლი ეხილა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც წელს საიუბილეო თარიღებს დაემთხვა. თეატრს შეუსრულდა 155 წელი, ხოლო ყველასათვის საყვარელ მწერალს ნოდარ დუმბაძეს შეუსრულდებოდა 95 წელი. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფესტივალის ყველა ორგანიზატორს, სპონსორს და მხარდამჭერს. ასევე, ოზურგეთის დრამატული თეატრის დასს და მთელ შემადგენლობას ვისი ძალისხმევითაც და დაუღალავი შრომის შედეგად, გურიის რეგიონს ჰქონდა შესაძლებლობა ემასპინძლა ასეთი მაღალი დონის ფესტივალისთვის“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება არსებობდეს ისეთი ახსნა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს, რომ კეთილსინდისიერი მოტივი ამოძრავებდა ადამიანს, რომელიც კლინიკიდან წინდაში ჩადებული ნიმუშების გატანას ცდილობდა
Next: დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: როგორ ხდება ტრანსფორმაცია მდგომარეობიდან „ძალიან რუსული“, მდგომარეობამდე „რუსულ-დასავლური“, შემდგომ „ძალიან დასავლურის“ მიღწევამდე, თუკი წარსულიც, მენტალობაცა და მთავარი ნარატივიც უცვლელი რჩება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.