Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება არსებობდეს ისეთი ახსნა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს, რომ კეთილსინდისიერი მოტივი ამოძრავებდა ადამიანს, რომელიც კლინიკიდან წინდაში ჩადებული ნიმუშების გატანას ცდილობდა

მარშალ პრესი 16/07/2023
მიხეილ სარჯველაძე

აქ შეიძლება არაერთი ვერსია იყოს, მაგრამ ვერსიების დონეზე რომ არ ვისაუბროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი ვერსია არ იქნება ისეთი, რომელსაც შეუძლია გააკეთილშობილოს ის, რაც რეალურად ვიხილეთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონელმა ექიმმა კლინიკიდან სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანა მალულად სცადა.

„ფაქტია, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ისეთი ახსნა, რომელიც დამაჯერებლად დაარწმუნებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ რამე კეთილსინდისიერი მოტივი ამოძრავებდა ადამიანს, რომელიც წინდაში ჩადებული ნიმუშების გატანას ცდილობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

Post navigation

Previous: ანა წითლიძე პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ სკანდალზე: მათ თავიანთი ახსნა ამ საკითხთან დაკავშირებით ექნებათ და მე როგორც ვიცი აქვთ
Next: ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.