Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის 28-ე კვირას თელ ავივში ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა

მარშალ პრესი 16/07/2023
ისრაელი~

ისრაელში 28-ე კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომელზეც მომიტინგეები სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ.

მედიის ცნობით, ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა თელ ავივის ქუჩებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ.

თელ ავივში გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომიტინგეებმა აანთეს ჩირაღდნები ნეთანიაჰუს სახლის წინ იერუსალიმში და დემონსტრაცია მოაწყვეს სანაპირო ქალაქებში – ჰერცლიასა და ნეთანიაში.

მედიის ცნობით, საპროტესტო აქციებს შეუერთდა ისრაელის სამედიცინო ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს ისრაელის ექიმების 90%-ს.

მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც იანვარში, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნეთანიაჰუს მთავრობამ სასამართლო რეფორმის გეგმა წარადგინა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა მიმდინარე კვირის დასაწყისში მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის ძირითად ნაწილებს, თუმცა კანონპროექტმა დასამტკიცებლად კიდევ ორი კენჭისყრა უნდა გაიაროს.

Post navigation

Previous: ინდოეთმა მთვარისკენ ლენდერი და როვერი გაუშვა
Next: – შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს ვივა-მედიდან, და მიშავ ჩემო ამიტომაც დაპატარავდი! – გია გაბრიჭიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.