Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ინდოეთმა მთვარისკენ ლენდერი და როვერი გაუშვა

მარშალ პრესი 16/07/2023
ინდოეთი

ინდოეთმა მისია Chandrayaan-3-ის ფარგლებში მთვარისკენ ლენდერისა და როვერის წყვილი გაუშვა. ფრენა ქვეყნის სამხრეთით, კუნძულ შრიჰარიკოტაზე განლაგებული სატიშ დავანის კოსმოსური ცენტრიდან აპარატით Launch Vehicle Mark-III-ით (LVM3) შესრულდა.

გაშვებიდან დაახლოებით 16 წუთის შემდეგ, Chandrayaan-3, დაგეგმილის შესაბამისად, LVM3-ისგან განცალკევდა და დედამიწის ორბიტაზე შევიდა. ამის შემდეგ ის ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრისკენ აიღებს გეზს და, გეგმის მიხედვით, მთვარის ზედაპირზე აგვისტოში დაეშვება. თუ ყველაფერი დადებითად წარიმართება, ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელმაც მთვარეზე აპარატის დასმა წარმატებით მოახერხა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლო.

დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ლენდერისა და როვერის წყვილის გაშვება ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) ოთხი წლის წინ, 2019 წლის 14 ივლისს სცადა, თუმცა $140-მილიონიანი მისია წარუმატებლად დასრულდა.

Post navigation

Previous: უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებლი 383 ბავშვი დაიბრუნა
Next: ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის 28-ე კვირას თელ ავივში ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.