ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩართული სააკაშვილის შემოპარვაში, გასაგებია, რომ მას არ აქვს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ვხედავთ და ღიად ჩანს, ვინ იყო და რჩება მისი ამ ქცევის პოლიტიკურ მხარდამჭერად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვხედავთ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ბოლომდე არიან გადაფარებული სააკაშვილს, არა იმიტომ, რომ მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები ან მხარდაჭერა აქვთ. სააკაშვილი არის ინსტრუმენტი და სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენება უნდოდათ შარშან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, რათა აერიათ მდგომარეობა საქართველოში. ყველა ხვდება, რა იყო მისი ჩუმად შემოპარვის მიზანი, რომ აერია ვითარება, შემდეგ ყოფილიყო დაპირისპირება და შემდეგ ვისი ტანკი იდგებოდა საქართველოს ქუჩებში, ვისი ტყვია გაისროდა, ეს აღარავინ იცის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის რადამ მიიღო დადგენილება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
