Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა უკრაინისგან ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება, მათ შორის უკრაინის რადას ახალი განცხადება, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

მარშალ პრესი 15/07/2023
ირაკლი კობახიძე7

 

გახსოვთ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები, მართალია, ეთნიკურად ქართველი, მაგრამ უკრაინელი მაღალჩინოსნები პირდაპირ იყვნენ ჩართული იმ სპეცოპერაციაში, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის საქართველოში გამგზავრებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის საქმეებში არასწორი მიმართულებით ჩარევის მცდელობაა, რაც, უბრალოდ, არასწორია. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მეგობრულ დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენი მხრიდან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი. ამას ვპირდებით ყველას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის რადამ მიიღო დადგენილება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა
Next: შალვა პაპუაშვილი: ყველა ხვდება, რა იყო სააკაშვილის ჩუმად შემოპარვის მიზანი, რომ აერია ვითარება, შემდეგ ყოფილიყო დაპირისპირება და შემდეგ ვისი ტანკი იდგებოდა საქართველოს ქუჩებში, ვისი ტყვია გაისროდა, ეს აღარავინ იცის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.