Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ჩანს, პოლონეთის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ ეს მათთვის შიდა პოლიტიკური საკითხია – ამას ემსახურება ეს მათი ზედმეტი აქტიურობა

მარშალ პრესი 15/07/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სააკაშვილთან და მის ჯგუფთან, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, კარგად მოგეხსენებათ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურობენ და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათი აქტიურობით, ზედმეტი აქტიურობით პოლონეთში, ამ საარჩევნო კამპანიაში როგორც ჩანს აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია მათთვის, შიდა პოლიტიკური საკითხია და როგორც ჩანს ამას ემსახურება ეს მათი ზედმეტი აქტიურობა და მე ეს ვიცი პირადად ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან, აღარ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ჩვენგანაც ეს ერთგვარი ჟესტი იყო, მითუმეტეს, ჩვენ არავისთვის არაფერი გვაქვს დასამალი. აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რაც მოხდა.

„უბრალოდ სამარცხვინო რაც მოხდა და მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი, თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როდესაც თქვენ იხილეთ კადრები გუშინ, ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვევრცელებინა კადრები, როდესაც დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს ოფიციალურად ჩვენი თანხმობის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს, რომ საკითხი თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია, ალბათ რაღაცა სხვა განზრახვები მათ შესაძლოა, ჰქონოდათ, ამას დრო გვაჩვენებს. თუ რა იდგა თუნდაც, ამ ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და მსოფლიო, საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ვიცით მიზანი, რის გამო ჩამოვიდა სააკაშვილი – აქ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ორ თვეში ომი დაეწყო
Next: „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.