Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ვიცით მიზანი, რის გამო ჩამოვიდა სააკაშვილი – აქ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ორ თვეში ომი დაეწყო

მარშალ პრესი 15/07/2023
ირაკლი ღარიბაშვილი3

უკრაინის კანონმდებლობით, მე როგორც ვიცი და შევისწავლეთ ეს საკითხი, საზღვრის კვეთა უკანონოდ არის ასევე დანაშაული, ისევე როგორც ჩვენთან არის დანაშაული. სააკაშვილმა როცა გადმოკვეთა საზღვარი უკანონოდ ჯერ უკრაინაში და შემდეგ ჩვენთან, დაარღვია კანონი უკრაინაშიც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„კითხვა უნდა დავსვათ მაშინ, რატომ არ მოხდა არავითარი რეაგირება. ომამდე ხდება ეს ყველაფერი ხომ? მე მქონდა პირადად საუბარი ზელენსკისთან და მას, ჩვენ გავუზიარეთ მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, რომელიც მოვიპოვეთ ოპერატიული და სხვა წყაროებიდან. ეს გამოძიების შედეგად დადგინდა, მათი ჩართულობით. მათ შორის ლორთქიფანიძის, ყოფილი მინისტრის მოადგილის ჩართულობით. ნაცვლად იმისა, რომ რაიმე რეაგირება მოეხდინათ, ეს ადამიანი დააწინაურეს. მიზანი, რის გამო ჩამოვიდა სააკაშვილი აქ, რომ უნდა მოეწყო რევოლუცია, გადატრიალება, არეულობა და ორ თვეში ომი დაეწყო. ამის შემდეგ გახსოვთ თქვენ, უკრაინის ხელისუფლების განცხადებები, რომ სააკაშვილი არის ომის ადამიანი, რომ იგი ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა თურმე არ არის ომისთვის განწყობილი. ასევე მოვისმინეთ განცხადებები, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა. სიტყვა მეორე ფრონტი მათგან მომდინარეობს. ეს ჩვენ კი არ მოგვიგონია. ამიტომ რატომ უკვირთ, რომ ხალხს აქვს გარკვეული იმედგაცრუება და თუნდაც განაწყენებული ვართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

უკრაინის რადამ მიიღო დადგენილება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: როცა კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსები მიდიან საქართველოში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ, ეს არის არაჯანსაღი ქმედება
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ჩანს, პოლონეთის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ ეს მათთვის შიდა პოლიტიკური საკითხია – ამას ემსახურება ეს მათი ზედმეტი აქტიურობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.