Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ რჩება უკრაინის ხელისუფლებას დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მოახდინონ კონცენტრირება

მარშალ პრესი 15/07/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ რჩება უკრაინის ხელისუფლებას დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მოახდინონ კონცენტრირება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ყოვლად გაუმართლებელი, აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღო უკრაინის ხელისუფლებამ, მაგრამ არ მინდა დეტალებში შევიდე, ვინაიდან ქვეყანა არის უმძიმეს ომში. მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, გამარჯვება, ომის მალე დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება. ყოველდღე ასობით ადამიანი იღუპება, ეს არის კატასტროფა და უბედურება. 20-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა საკუთარი სახლი ბოლო ერთ წელიწადში, ტერიტორიის 20% უკვე დაკარგული აქვთ და ზიანი, რომელიც მიადგა უკრაინას ამ ომის შედეგად, ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ რჩება უკრაინის ხელისუფლებას დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მოახდინონ კონცენტრირება. ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას: გვაქვს ჩვენი გეგმა და მას თანმიმდევრულად მივყვებით. ჩვენ არ გვჭირდება არავის რჩება ან ჩარევა ჩვენს შიდაპოლიტიკურ საქმეებში“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი 44 ევროდეპუტატზე: მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და ქვეყანას, საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს. თითქოს, სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა
Next: „ქართული ოცნების“ დმანისის ორგანიზაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი უხელმძღვანელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.