Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი 44 ევროდეპუტატზე: მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და ქვეყანას, საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს. თითქოს, სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა

მარშალ პრესი 15/07/2023
ღარიბაშილი

მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და ქვეყანას, საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს. თითქოს, სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებზე საუბრისას განუცხადა.

„ნაცვლად იმისა, რომ მათ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს. თითქოს, სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა, კვდება და ასე შემდეგ. ამიტომ, მინდა ეს საკითხი დასრულდეს. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და რაც მთავარია, ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

44 ევროდეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება წლის ბოლოს უკვე 30 მლრდ ლარით. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პროგრესია და ამას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ რჩება უკრაინის ხელისუფლებას დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მოახდინონ კონცენტრირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.