Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ნინო ნადირაძე: პოლონელი ექიმების დელეგაციაში ტოქსიკოლოგიც იყო და მისი მოთხოვნით აიღეს ნიმუშები. ეს მოხდა მოწმეების თანდასწრებით. პროტოკოლის დაცვით

მარშალ პრესი 15/07/2023
ნინო ნადირაძე

პოლონელი ექიმების დელეგაციაში ტოქსიკოლოგიც იყო და მისი მოთხოვნით აიღეს ნიმუშები. ეს მოხდა მოწმეების თანდასწრებით. პროტოკოლის დაცვით. ორ ეგზემპლარად აიღეს, – ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

„ეჭვი გაჩნდა საზოგადოების მხრიდან, რომ მასალის აღების შესაძლებლობას არ ვაძლევდით. ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს. ამ დელეგაციაში ტოქსიკოლოგიც იყო და მისი მოთხოვნით აიღეს ნიმუშები. ეს მოხდა მოწმეების თანდასწრებით. პროტოკოლის დაცვით. ორ ეგზემპლარად იყო აღებული. ერთი კლინიკაში დავიტოვეთ ჩვენთვის, რომ გავაგზავნოთ და ჩვენი პასუხები გვქონდეს, მათ ჰქონდათ თავისი დალუქული. შემდგომში კიდევ რატომ დასჭირდათ ასეთი ფორმით ამის წაღება, ცოტა გასაკვირია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ისედაც ვიცოდით, რომ ისინი არიან ერთად: სააკაშვილი, არახამია და გვარამიაც ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: მოხდა სამარცხვინო და შემაშფოთებელი ფაქტი და პოლონელმა ექიმებმა თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც აიღეს ოფიციალურად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.