Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის 44 დეპუტატისგან ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ისინი მონახავენ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ

მარშალ პრესი 15/07/2023
შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტის 44 დეპუტატისგან მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ისინი მონახავენ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ. ბოდიში, იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, რაც კონკრეტულად ეს პარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილე არიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მეც მივიღე 44 ევროპარლამენტარის გამოგზავნილი წერილი. წავიკითხე და სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე ამ წერილში. არადა, ამ დეპუტატებისგან მე ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ისინი მონახავენ ბოდიშის სიტყვებს ქართველი ხალხის მიმართ. ბოდიში, იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია, რაც კონკრეტულად ეს პარლამენტარები მონაწილე არიან იმ დეზინფორმაციული კამპანიის, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. თითქოს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო მომსახურება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი აწამეს და ისინი არა მხოლოდ ამ კამპანიის მონაწილეები არიან, არამედ, ევროპარლამენტმა რეზოლუციებიც კი მიიღო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ყველა, ვინც სააკაშვილის საკითხს გაეკარა, შერცხვა“, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტიც, რომელსაც ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ელჩისთვის მადლობა გადაეხადა, უკრინიდან გამოაძევეს.

44 ევროდეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: მივიღე 44 ევროპარლამენტარის მიერ გამოგზავნილი წერილი, წავიკითხე და, სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე
Next: შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე: სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ პრეზიდენტის ქცევა. მთავარია არ არსებობს კითხვის ნიშანი იმაზე, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.