Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში, ვიმოქმედებთ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით

მარშალ პრესი 14/07/2023
ირაკლი კობახიძე

რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არის არა მარტო აბსურდი, არამედ სამარცხვინოა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა 44 ევროპარლამენტარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიზანი – პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი. „ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები.

თქვენ გახსოვთ, 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი ყოველ დღე კვდებოდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა აღარ კვდებოდეს ყოველდღე, თუმცა, რაღაც მომენტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ეს უბრალოდ არასერიოზულია, სამარცხვინოა, რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არის არა მარტო აბსურდი, არამედ სამარცხვინოა. ეს თამამად შეიძლება ითქვას.

ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიზანი – პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, მეორე ფრონტი. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანია საპირისპირო – ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, არ გვინდა ქვეყნის არევა, ჩვენ გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმოქმედებთ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია, იმიტომ რომ უფრო კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, პარტია „ნაცმოძრაობის“ სახე
Next: ჩვენ გვაქვს სწორი, პრაგმატული პოლიტიკა და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო მაქსიმუმს ახერხებს იმ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენს გარშემო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.