Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია, იმიტომ რომ უფრო კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, პარტია „ნაცმოძრაობის“ სახე

მარშალ პრესი 14/07/2023
ირაკლი კობახიძე

რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია. არათუ ხელი უნდა შეუშალოს ამას ვინმემ, პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ხაბეიშვილის  რეგიონებში სიარულს, იმიტომ რომ უფრო კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური “ნაცმოძრაობის”, პარტია „ნაცმოძრაობის“ სახე, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რეგიონებში ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვას. კობახიძის განცხადებით, ხაბეიშვილი და გამარჯვება ურთიეთსაპირისპირო ცნებებია.

მან ასევე მოუწოდა მმართველი პარტიის მხარდამჭერებს და სამოქალაქო აქტივისტებს, მეტად შეუწყონ ხელი ლევან ხაბეიშვილის რეგიონებში სიარულს, ვინაიდან ის კარგად წარმოაჩენს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახეს.  

„ხაბეიშვილის გამარჯვება საოცრებაა, ეს ერთგვარი ოქსიმორონია.  რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, წინა შემთხვევის დროსაც, არ მახსოვს კასპი იყო თუ საგარეჯო, როდესაც ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მე ვთქვი, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის მიზანშეწონილი. არ შეიძლება ხაბეიშვილი ხელოვნურად აქციო რაღაც მნიშვნელოვან ფიგურად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, როგორც წინა შემთხვევაში, აქაც მოვუწოდებ მე ნებისმიერ ადამიანს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჩვენს მხარდამჭერებს და ა.შ.  რომ პირიქით, რაც შეიძლება  მეტი გასაქანი მისცენ ხაბეიშვილს, რომ მეტი იაროს რეგიონებში, მეტად წარმოაჩინოს “ნაცმოძრაობის” ნამდვილი სახე.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა” მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს, ახლა იგივე ხდება ქვეყნის გარედან. ეს პრინციპულად მიუღებელია და ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება
Next: ჩვენ გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში, ვიმოქმედებთ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.