Skip to content
18/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დიდი ანგარიშით – კახა კალაძე

მარშალ პრესი 13/07/2023
კახა კალაძე

“დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს საქართველოში მოსახლეობის მხრიდან, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას აპირებს, რაზეც თბილისის მერმა განაცხადა, რომ შინაარსობრივად ეს ადამიანები ერთ გუნდს წარმოადგენენ და მათი გადასაწყვეტია, რა ფორმულირებით წარდგებიან არჩევნებზე.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეს მათი გადასაწყვეტია, თუ რა ფორმულირებით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. ყველამ ვიცით, შინაარსობრივად ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ გუნდს, „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ მოხდა მათი დაყოფა, ჰქონდათ რაღაც განხეთქილება, თუმცა, საერთო ჯამში, ეს არიან ერთი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ შვილები, დღეს სხვადასხვა პარტიებად დაყოფილები. ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს, თუ რა ფორმულირებით იქნებიან ისინი წარმოდგენილი არჩევნებზე. ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს საქართველოში მოსახლეობის მხრიდან, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით, ძალიან დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო
Next: ნიკა გვარამია ყოველთვის იყო და ახლა უფრო მეტად არის და მომავალშიც იქნება მთავარი პოლარიზატორი – თეა წულუკიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.