„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო. ლენტეხსა და ცაგერში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
ლენტეხის ორგანიზაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი უხელმძღვანელებს. ცაგერის ორგანიზაციას – ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი. ხვალ, კონფერენციები გაიმართება ამბროლაურსა და ონში.
