Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ვილნიუსში ნატოს სამიტის მონაწილეები უსიამოვნო შოკში დარჩნენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს მიმართ საყვედურებისა და უხეშობის გამო

მარშალ პრესი 13/07/2023
დავით ქართველიშვილი

„ჟურნალისტის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი იქცეოდა, როგორც „კაპრიზული პრიმადონა“, რაც უკრაინის პერსპექტივას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბევრად უფრო მყიფეს და ბუნდოვანს ხდის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ვოლოდიმერ ზელენსკის საყვედურები NATO-ს მიმართ ამცირებს უკრაინის ალიანსში შესვლის შანსებს.

„ვილნიუსში ნატოს სამიტის მონაწილეები უსიამოვნო შოკში დარჩნენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-s მიმართ საყვედურებისა და უხეშობის გამო – თქვა ანა ვან დენსკიმ, გამომცემლობა Europe Diplomatic-ის ჟურნალისტმა და ბრიუსელში დაფუძნებული „პრესის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრმა. ვან დენსკის თქმით, ნატოს სამიტის ფარგლებში ზელენსკის უხეშობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს „ნაკლები მეგობარი“ შემორჩა. „თუმცა ასეთმა მომხმარებლურმა მიდგომამ გამოიწვია მოსაზრება, რომ ის არის, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელი საკუთარი ხალხისა და არა ნატოს წინაშე“, – დასძინა მან. ჟურნალისტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ზელენსკის ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მთელს მსოფლიოს მისი ვალი მართებს. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი იქცეოდა, როგორც „კაპრიზული პრიმადონა“, რაც უკრაინის პერსპექტივას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ბევრად უფრო მყიფეს და ბუნდოვანს ხდის“, – წერს დავით ქართველიშვილი

Post navigation

Previous: იმ ფანჩატურის აჯაფსანდალში მონაწილეობა შეცდომა იყო ჩვენთვის – ალეკო ელისაშვილი
Next: კელი დეგნანი 8 ივლისს, ლგბტ ფესტივალის მოწინააღმდეგე პირების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.