“იმ ფანჩატურის აჯაფსანდალში მონაწილეობა შეცდომა იყო ჩვენთვის”– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “ღამის კურიერში” 12 ივლისს, როდესაც გაიხსენა ოპოზიციის წარმომადგენლების ერთობლივი შეკრებები ლეიბორისტების ოფისში.
“ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებთ, ყოველ შემთხვევაში ვეცდებით. არ ვაპირებთ იმ ადამიანებთან ლაპარაკს და ურთიერთობას ღირებულებები თუ არ გაკავშირებს”- განაცხადა ელისაშვილმა
მისი თქმით, გამოთქმა “მიზანი ამართლებს საშუალებას” მისთვის მიუღებელია და სწორედ ეს დევიზი იყო მაშინდელი შეკრებების მთავარი არსი.
