Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მირვეთის ჩანჩქერის მიმართულებით ტურისტული ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს

მარშალ პრესი 08/07/2023
358551491_652108896971699_2532439797218247815_n
სოფელი მირვეთი მაჭახელას ხეობაში, ბათუმიდან 27 კილომეტრში მდებარეობს, სოფელში შეხვდებით გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის ხეივანს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და XII საუკუნეში აგებულ თაღოვან ხიდს. ბზის ხეებით დაბურულ ხეობაში მდებარე მირვეთის ჩანჩქერი 20 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. აქვეა მოწყობილი საპიკნიკე ტერიტორიაც, სადაც კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და კატერით გასეირნებაა შესაძლებელი.
საპიკნიკე სივრცეების მოწყობა – განახლება ძირითადად აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურისტულ ბილიკებზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ბილიკია მაჭახელას ხეობაში არსებული სოფელი მირვეთი, სადაც ულამაზეს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა და მოსასვენებელი სივრცეების განახლება მიმდინარეობს.
ბილიკზე მიმდინარე სამუშაოები და დიდი ისტორიისა და ტურისტული მნიშვნელობის “გვარას ციხე” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინა ზოიძე და მოწვეული სტუმრებმა მოინახულეს.
აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტულ მიმართულებებზეც მიმდინარეობს მუშაობა:
მირვეთი, ღომა, ნამეფვარი, ბრილი, ჩალეწილები, ლელთის ტბა იმ 10-მდე ტურისტულ მიმართულებას შორისაა, სადაც მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა და საპიკნიკე სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს, ასევე იგეგმება რეგიონში არსებულ 5-მდე ჩანჩქერთან და გულების ციხესთან მისასვლელი ბილიკებისა და გადმოსახედი კოშკურის დაპროექტება, რომლის მოწყობაც უკვე შემდეგ წელს დაიწყება. ბოლო წლებში, მთიან აჭარას ჯამში 5-ზე მეტი ახალი საპიკნიკე ზონები შეემატა. ჯამში, აჭარაში 25-ზე მეტი ტურისტული საფეხმავლო-სათავგადასავლო მარშრუტია, სადაც ტურისტებს მოგზაურობა შეუძლიათ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ახალშენის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
Next: პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჟორიკა რურუა, თავის პარტნიორებს სხვადასხვა ფორმით აშანტაჟებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.