Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერის გადაწყვეტილება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია

მარშალ პრესი 11/07/2023
არჩილ თალაკვაძე

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე – დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გარდა ემოციური სტრესისა, ასეთი ხარჯების გადახდა ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური შოკი იყო და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. ევროპული ჯანდაცვა, პირველ რიგში ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას ნიშნავს“, – აღნიშნავს თალაკვაძე.

მთავრობამ განიხილა პროექტი, რომლის მიხედვით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.

Post navigation

Previous: ვიდრე ომია, ნატო-ში უკრაინის მიღება აბსოლუტური სიგიჟე იქნება, ეს ყველამ იცის, უბრალოდ ხმამაღლა არ ამბობენ
Next: ნიკა გვარამიას, რომელსაც აქ კრიმინალად და სადისტური რეჟიმის ერთერთ შემქმნელად მიიჩნევს საზოგადოების უმრავლესობა, დასავლეთში გმირად თვლიან, ეპატიჟებიან ევროპარლამენტში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.