Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიდრე ომია, ნატო-ში უკრაინის მიღება აბსოლუტური სიგიჟე იქნება, ეს ყველამ იცის, უბრალოდ ხმამაღლა არ ამბობენ

მარშალ პრესი 11/07/2023
თორნიკე შარაშენიძე

ვიდრე რუსული საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე დგას, ნატო-ში ჩვენი გაწევრიანება ძალიან გართულებულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„უკრაინაში ახლა ომი მიდის, ამიტომაც ახლა უკრაინის მიღება აბსოლუტური სიგიჟე იქნება, ეს ყველამ იცის, უბრალოდ ხმამაღლა ამას არ ამბობენ, ზრდილობიანად ეუბნებიან. იქ ომი მიდის, ზოგიერთი დაიწყებს – ინსტიტუციური განვითარება სჭირდება, დემოკრატიის ხარისხიო – სისულელეა ეს ყველაფერი როგორც ჩვენი, ასევე უკრაინის შემთხვევაში. როცა ალბანეთი ნატო-ში შევიდა, არანაირი დემოკრატია იქ არ ყვაოდა, უამრავი მაგალითი შეიძლება კიდევ. მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ რუსული ჯარი სადაც დგას, იმ ქვეყნის ნატო-ში შეყვანა, მით უმეტეს, თუ იქ ცხელი ომი მიდის, როგორც უკრაინაშია, პრაქტიკულად კი არა, თეორიულად წარმოუდგენელია. ერდოღანმა უკრაინის ნატო-ში შესვლას მხარი დაუჭირა, მაგრამ ეს რეალობას სამწუხაროდ, უკრაინისთვის არ ცვლის – ვიდრე იქ ომი მიდის, ეს შეუძლებელია, უბრალოდ, გამორიცხულია“, – განაცხადა შარაშენიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა უკრაინაში საქართველოს ელჩის თბილისში გამოგზავნის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას.

„ჩემი აზრით, ეს ზელენსკის არ უნდა გაეკეთებინა. არ მინდა, რომ სააკაშვილი აქ იყოს, მირჩევნია, სადმე უცხოეთში გაუშვან/ პირადად ასე მინდა, მაგრამ „აწამებენ“, „რუსეთის დავალებით კლავენ“, ეს სიმართლე არაა. არავინ აწამებს რეალურად, ციხეში ცუდად არის, მაგრამ ვის რაში აწყობს წამება და მოწამვლა? იმ ადამიანთან [ელჩთან], რომელიც იქ დარჩა, ომის დაწყებიდან პირველ დღეებში იქ იყო, ამდენი ხანი იქ დარჩა, სწორი არ იყო. კიდევ რაღაცებს ვიტყოდი, მაგრამ არ მინდა, უკრაინას ყველანაირად მხარს ვუჭერ და სჯობს გავჩუმდეთ, რაღაცები მოვითმინოთ, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც, რომ არაფერი ვთქვათ. ქართველი პოლიტიკოსებიც სჯობს გაჩუმდნენ, მოითმინონ, რადგან უკრაინელები ჩვენს საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა შარაშენიძემ.

Post navigation

Previous: ელჩმა დეგნანმა მორიგი პოლიტიკური ლიდერის მშობიარობის აქტი წამოიწყო
Next: პრემიერის გადაწყვეტილება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.