Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საინტერესო ტენდენცია დამკვიდრდა საქართველოში-დანაშაულის ჩადენის შემდეგ საკმარისია, პოლიტიკური პარტია დააარსო, ან ტელევიზია და “პოლიტიკურ მრწარმსზე”, ან მედია-მენეჯერზე ზეწოლით იფუთება

მარშალ პრესი 09/07/2023
გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის რობერტ ამსტერდამის განცხადებას ეხმიანება, რომლის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება.

ამასთან დაკავშირებით გია გაბრიჭიძე აზიარებს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბის“ მიერ მოპოვებულ მასალას, რომლითაც, გიორგი ბაჩიაშვილის Facebook გვერდზე მის მიერ დაწერილი არცერთი პოლიტიკური ხასიათის საჯარო განცხადება არ ფიქსირდება.

“ქართული პოლიტიკური კაბადონი, თუ მედია-სივრცე ახალი ვარსკვლავის გაბრწყინების მოლოდინში.

„გიორგი ბაჩიაშვილს მისი პოლიტიკური მრწამსის გამო თავს ესხმიან ….“, – ეს სიტყვები კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელ ადვოკატს ეკუთვნის.

საკმაოდ საინტერესო ტენდენცია დამკვიდრდა საქართველოში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ საკმარისია, რომ ან პოლიტიკური პარტია დააარსო, ან ტელევიზია (არასამთავრობო ორგანიზაცია და გაზეთი ვერ “ქაჩავს”) და დაცვის ხაზი მარტივდება და “პოლიტიკურ მრწარმსზე”, ან მედია-მენეჯერზე ზეწოლით იფუთება.

“საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბი“ დაინტერესდა, რა სახის საჯარო პოლიტიკური აქტივობებსა თუ განცხადებებს შესაძლოა გულისხმობდეს ადვოკატი რობერტ ამსტერდამი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ფაქტებს არ ეფუძნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები თავადაც არ წარმოუდგენიათ”. უჰ, კაი რამეა “პოლიტიკური მრწამსი”- წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: თითქოს წესად იქცა, როგორც კი შეგედავება პროკურატურა – ოპოზიცია ვიყავი და მაგიტომო, ვერსად ვნახე ბაჩიაშვილის პოზიციები სადმე ეწეროს
Next: ერთი “ქილერაა” პოლიტდევნილი და მეორე – ბაჩიაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.