Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთი “ქილერაა” პოლიტდევნილი და მეორე – ბაჩიაშვილი

მარშალ პრესი 09/07/2023
დავი ქართველიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ქართველიშვილის თქმით, ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური მრწამსის გამო იდევნება, უსაფუძვლოა.

ის პარალელს ავლებს ალექსანდრე მუხაძისთვის (“ქილერა”) პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და აღნიშნავს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე საქმეში რაიმე სახის დევნაზე საუბარი სიცრუე და დეზინფორმაციაა.

“პირდაპირი ასოციაცია შეიძლება არ იყოს, მაგრამ ხელწერაა ერთი: 2022 წლის 25 თებერვალი, კიევი, უკრაინა, საათებია ომამდე – მაგრამ იცლიან და ქართველ ჯალათ ალექსანდრე “ქილერა” მუხაძეს ანიჭებენ “პოლიტიკური ნიშნით დევნილეს სტატუსს”. სასამართლო განჩინებაში ვკითხულობთ: “საქართველოში მმართველი ხელისუფლების მიერ თავისი ანტირუსული პოზიციისთვის დევნის გამო”. ერთი “ქილერაა” პოლიტდევნილი და მეორე – ბაჩიაშვილი. ერთი “ქილერას” ანტიპუტინისტური განცხადება (პოსტი, სტატუსი) დამანახონ და მის მიმართ მაბულინგებელი “რუსოფილიური” კომენტარი, და მეორე – ბაჩიაშვილის ოპოზიციური ან “ელპიჭიტისეული” ნიშნით ჩაგვრის მაგალითი. არ არსებობს ბუნებაში არც ერთი, არც მეორე. არსებობს მხოლოდ ტოტალური სიცრუე, დეზინფორმაცია, ცილისწამება და უსამართლობა – რომლის ყოველ ჯერზე მოგერიება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ტრადიციულად “რუსულ კვალს” ატარებს…” – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საინტერესო ტენდენცია დამკვიდრდა საქართველოში-დანაშაულის ჩადენის შემდეგ საკმარისია, პოლიტიკური პარტია დააარსო, ან ტელევიზია და “პოლიტიკურ მრწარმსზე”, ან მედია-მენეჯერზე ზეწოლით იფუთება
Next: სალი სამადაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ფოტო გადაიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.