Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნება იბოძე და გააუქმე ხვალინდელი ღონისძიება – ზურაბ ქადაგიძე ჟორიკა რურუას

მარშალ პრესი 07/07/2023
ზურაბ ქადაგიძე

ნეტა, პრეზიდენტის შეწყალებული ჟორიკა რურუა თუ აიღებს თავის თავზე, ხვალ, რომ რამე ინციდენტი მოხდეს? – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე ჟორიკა რურუაზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილეა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, რურუა სამოქალაქო დეესკალაციის საბაბით გაათავისუფლა პრეზიდენტმა და საინტერესოა, თუ ითავისებს მის ასეთ განსაკუთრებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას თავად რურუა.

„რა თქმა უნდა კვლავ ნაცები, აბა სხვა ვინ ეცდება სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობას? ნეტა, პრეზიდენტის შეწყალებული ჟორიკა რურუა თუ აიღებს თავის თავზე, ხვალ, რომ რამე ინციდენტი მოხდეს?

არა და ეს რურუა ხომ სამოქალაქო დეესკალაციის საბაბით გაათავისუფლა პრეზიდენტმა, ნეტა თუ ითავისებს მის ასეთ განსაკუთრებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას თავად ჟორიკა?
ჰო და ბატონო გიორგი!

ნება იბოძე და გააუქმე ხვალინდელი ღონისძიება,რომ თავიდან აცილებული იყოს პოტენციური დაპირისპირება თუ იმდენი გაქვს აღებული,რომ ციფრები უფრო წონის ვიდრე მოქალაქეთა უსაფრთხოება?“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: POSTV-ის ინფორმაციით, პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ჟორიკა რურუაა
Next: კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომლის ტერიტორიაზეც ლგბტ ღონისძიებების დასკვნითი ეტაპი უნდა გაიმართოს, ჟორიკა რურუა აღმოჩნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.