Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

POSTV-ის ინფორმაციით, პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ჟორიკა რურუაა

მარშალ პრესი 07/07/2023
პრაიდი

ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისი პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ჟორიკა რურუაა.

ღია შეკრებების სივრცე „ლისი ვანდერლენდი- ს” და შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი- ს” თანამფლობელებს შორის უთანხმოება 8 ივლისს „ლისი ვანდერლენდი- ს” ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს” ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალი-ს” გამო წარმოიშვა.

აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, ბიზნესმენ გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე“ ხსენებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობაში გადაცემა.
მფლობელები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, რაც არ შეესაბამება ტერიტორიის გაქირავებით მიღებული შემოსავლის ოდენობას.
ინფორმაციისთვის გეტყვით , რომ შპს „თბილისის იპოდრომი-ს” 16.5% წილის მფლობელად ფიქსირდება გიორგი რურუა. აღნიშნული კომპანია კი არის შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი -ს” 100% წილის მფლობელი”- აღნიშნულია ‘POSTV”-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: სააკაშვილის ფეისბუქზე წაიშალა პოსტი, სადაც ის სოფო ნიჟარაძეზე წერდა
Next: ნება იბოძე და გააუქმე ხვალინდელი ღონისძიება – ზურაბ ქადაგიძე ჟორიკა რურუას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.