Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენ გვყავს მწერლები, რომლებიც ქართულად კი წერენ, მაგრამ ქართული ეროვნული სულისკვეთება არ გააჩნიათ – ნანა კაკაბაძე

მარშალ პრესი 07/07/2023
ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე ოთარ ჭილაძის ნაწარმოებიდან ,,წინ მარადისობაა“ ნააზრევს აზიარებს და პარალელს ავლებს მცდელობებთან, რომ ქვეყანაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგია დამკვიდრდეს.

„ოთარ ჭილაძის გენიალური ნააზრევი: “წერა დღესაა ადვილი, მაგრამ იმიტომ კი არა, ცენზურა რომ აღარ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ორსაუკუნოვან ომში დაღუპულ (შეშლილ, დახვრეტილ, ნაწამებ, თვითმკვლელ) მწერლების შთამომავალმა გათავისუფლებისთანავე უარი თქვა მწერლობის ტრადიციულ დანიშნულებაზე და უცხოელი ექსპერიმენტალისტების მიბაძვით, უაღრესად “თანამედროვე” და “აქტუალური” თემებით დაინტერესდა, როგორიცაა: ჰომოსექსუალიზმი, კოსმოპოლიტიზმი, გლობალიზაცია, ანუ მშობლიური ისტორიის კრიტიკა და მშობლიური კულტურის უარყოფა.

ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, ოღონდ თავისუფალი ადამიანისთვის. დღეს კი, მეტ-ნაკლებად თავისუფალ საქართველოში, მონებისთვის განკუთვნილი ლიტერატურა იწერება. ჩვენ გვყავს მწერლები, რომლებიც ქართულად კი წერენ, მაგრამ ქართული ეროვნული სულისკვეთება არ გააჩნიათ. მხატვრულად რომ ვთქვათ, ჰემინგუეის ნაბიჭვრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ყაზბეგის კანონიერ მემკვიდრეებს. უკულტურობის გამოხატულებაა უცხოურის გაფეტიშება და ეროვნულის უგულებელყოფა”.-წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ყოჩაღ, ირაკლი კობახიძე – მაია ნიკოლეიშვილი
Next: არახამია მგონი ქართული პოლიტიკისთვის ემზადება, რაც მშვენიერია – ლიკა ბასილაია-შავგულიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.