ყოჩაღ, ირაკლი კობახიძე”- ასე აფასებს მაია ნიკოლეიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეხვედრას ჟურნალისტებთან, რომელიც 4 ივლისს გაიმართა და ეხებოდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს.
“არ ვუყურებ ზოგიერთ ტელევიზიას, უფრო სწორად, ვერ ვუყურებ, იმდენად ერთფეროვანია და არაფრის მომცემი. არაფრის მომცემი იმიტომ, რომ მხოლოდ პანიკის კულტივირებაზე, ნეგატივზე და მანიპულირებაზეა აწყობილი. ეს საინფორმაციო ნაგავი არ მჭირდება და ბუნებრივია, ვერიდები.
პრეს-კონფერენციამ მაინც გამაოგნა; კილომეტრიანი კითხვები, კითხვებში ჩადებული მანიპულაცია, საკუთარი პროპაგანდისტული, ნეგატივისტური კლიშეებით! და ეს მათ თვითონ მოსწონთ!
როგორ დაშორებულან ჟურნალისტიკას, როგორ გაპრიმიტიულებულან!!! ერთ აზრში და ერთ სივრცეში გამოკეტვამ, როგორც ჩანს, მათ თვითკრიტიკის უნარი გაუნულა.
როგორ დაშორებულა ჩვენი აზროვნებითი და ღირებულებითი სისტემები ერთმანეთს! როგორ გავუცხოებულვართ! გულსატკენია, და არა მარტო!
P.S. ყოჩაღ, ირაკლი კობახიძე; სწორად მართა ემოციები, უყვავებდა, როგორი ზრდასრული იყო, ამ ქალ-ბავშვებთან “პაექრობაში”!- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
