Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფსკერიდან ზედაპირზე ამოყვინთა ალექსანდრე “კახა” ლომაიამ

მარშალ პრესი 06/07/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ალექსანდრე კახა ლომაიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება და წერს, რომ „ფსკერიდან ზედაპირზე, იქ სადაც ორგანული მასები აღარ იძირება, ამოყვინთა ალექსანდრე “კახა” ლომაიამ, რომელმაც რატომღაც ჩათვალა, რომ მის შესახებ ჩვენს “მეხსიერებით ბარათს” ვადა გაუვიდა.

იმ ლომაიმ, 2008 წელს ანწუხელიძის წამებით მკვლელობის ბრძანების გამცემ გენერალ ბორისოვს, რესტორნებში “მენიუს” რომ უდგენდა, თვალებში შესციცინებდა, მაღალი სტუმრის მზერაში კმაყოფილების “ნოტკების” ამოკითხვის იმედით. აშენდაო რუმინეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებითო – გვამცნო ექს უშიშროების საბჭოს მდივანმა“.

„ამჯერად ფსკერიდან ზედაპირზე, იქ სადაც ორგანული მასები აღარ იძირება, ამოყვინთა ალექსანდრე “კახა” ლომაიამ, რომელმაც რატომღაც ჩათვალა, რომ მის შესახებ ჩვენს “მეხსიერებით ბარათს” ვადა გაუვიდა. იმ ლომაიმ, 2008 წელს ანწუხელიძის წამებით მკვლელობის ბრძანების გამცემ გენერალ ბორისოვს, რესტორნებში “მენიუს” რომ უდგენდა, თვალებში შესციცინებდა, მაღალი სტუმრის მზერაში კმაყოფილების “ნოტკების” ამოკითხვის იმედით.

აშენდაო რუმინეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებითო, გვამცნო ექს უშიშროების საბჭოს მდივანმა. “ასამდე” ევროპულმა ბრენდმაო რუსეთში წარმოება შეაჩერაო და რუმინეთში გადაიტანაო. თუმცა იმ ასიდან, მხოლოდ ერთი – ფინეთის საბურავების მწარმოებელი მოგვიყვანა მაგალითად. არც იმ ასზე მოგვიყვა რამე, ვინც რუსეთთან დღემდე არ წყვეტს საქმიან ურთიერთობას, ომის მიუხედავად. არც თავის მეგობარ ჭყონიას იხსენებს, ვისი სათაო Coca-Cola-ს ოფისი კი გამოვიდა რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ იქ ზარზეიმით ლომაიას ძმაკაცი შევიდა სამაგიეროდ.

არც იმას რისკავს ლომაია შეგვახსენოს, თუმცა გულში ექნება ჩადებული თავისი უკრაინელი თანამოაზრე რეზნიკოვის წუხილი – აფსუს, რა იდეალური პოლიგონია დღეს უკრაინა საიმისოდ, რომ ჩვენს ჯარისკაცებზე და მშვიდობიან ობიექტებზე, თავისი მოსახლეობით, დღეს თანამედროვე დასავლური შეიარაღება იტესტებოდეს. იგივეს ფიქრობს, დარწმუნებული ვარ, ბორისოვის “მელიქიფე” ლომაიაც. თუმცა, ვერ მოვართვით და აი ამიტომაც ტივტივებს ზედაპირზე, ტივტივებს და ვეღარც იძირება. ღირდა კი ამოყვინთვად?“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: საქართველოს ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარეობს ფართომასშტაბური „არალეტალური“ ომი
Next: პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინა – რას ედავებიან თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.