Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარეობს ფართომასშტაბური „არალეტალური“ ომი

მარშალ პრესი 06/07/2023
დავით ქართველიშვილი

„ამერიკის სპეცსამსახურების მიერ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის შემუშავებული „სლენგური“ ცნებებიდან რომელი იქნა უკვე აპრობირებული ჩვენზე, რომელია შემუშავების სტადიაზე, ან რომელს აქვს უფრო სამომავლოდ გათვლილი პერსპექტივა, ამას ყოველდღე ვადევნებთ თვალყურს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, „სტრატეგიული კომუნიკაციების“ სფერო, რომელსაც უკრაინაში ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი, წარმართავს საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს.

„ვისაც არ სჯერა, გაგვატარონ. საქართველოს ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარეობს ფართომასშტაბური „არალეტალური“ (ჯერჯერობით) ომი.

თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი დოქტრინით – აქ დავტოვოთ „ინტრიგა“, თუმცა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ამ ომის ცალკეული ელემენტი, რა თქმა უნდა, ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული. ვინაიდან ამ ომის ერთ-ერთ ძირითად შემტევ ძალას საქართველოს ფრონტზე დღეს უკრაინა წარმოადგენს. გავიცნოთ ამ ბრძოლის „ტექნიკური“ სარდალი და განვიხილოთ მისი ცალკეული საბრძოლო ელემენტი.

ამ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს წარმართავს ე.წ. „სტრატეგიული კომუნიკაციების“ სფერო, რომელსაც უკრაინაში ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი. „სტრატეგიული კომუნიკაციების“ სფეროში შემავალ ცალკეულ მდგენელებს განეკუთვნება:

„ომი გარეშე საშუალებებით“ (war by other means)  „ქსელური ომი“ 

„ჰიბრიდული ომი“ 

„კოგნიტიური ომი“  „საჯარო დიპლომატია“

„ფსიქოლოგიური ოპერაციები“ 

„სამხედრო ინფორმაციის მხარდაჭერის ოპერაციები“ 

„აღქმების მართვა“ 

„ქსელური ოპერაციები“

„სამხედრო ტყუილი“ 

„უწყებათაშორისო კოორდინაცია“ 

„საინფორმაციო უპირატესობა“

„ოპერატიული ვითარების შემსწავლელი ერთობლივი სადაზვერვო მომზადება“ 

„საინფორმაციო დახმარება“ • „ინფორმაციის მართვა“ 

„გავლენის ოპერაცია“ 

„ელექტრონული ომი“ 

„სასურველი აღქმა“

„ოპერაციები კიბერსივრცეში“

„კონტრპროპაგანდა“

„სარდლობა და კონტროლი“

„ტიკ-ტოკ ომი“ ეს არის ამერიკის სპეცსამსახურების მიერ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის შემუშავებული „სლენგური“ ცნებები. თუ რომელი მათგანი იქნა უკვე აპრობირებული ჩვენზე, რომელია შემუშავების სტადიაზე, ან რომელს აქვს უფრო სამომავლოდ გათვლილი პერსპექტივა, ამას ფაქტობრივად ყოველდღე ვადევნებთ თვალყურს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: თუ ვინმეს უნდა ხელოვნურად შეიყვანოს ცესკო ინსტიტუციური კრიზისის მდგომარეობაში, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ
Next: ფსკერიდან ზედაპირზე ამოყვინთა ალექსანდრე “კახა” ლომაიამ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.