Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში ყველაზე მაღალ დონეზე დანერგა ზიზღი, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა

მარშალ პრესი 05/07/2023
სოზარ სუბარი

„ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში ყველაზე მაღალ დონეზე დანერგა ზიზღი, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა პირდაპირი ეთერიდან.“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისი გათავისუფლების გამო მორალურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს.

„უბრალოდ, ადამიანს, რომელმაც ის შეიწყალა – საქართველოს პრეზიდენტს, უნდა ჰქონდეს მორალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეიწყალა ის ადამიანი, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის ერთ-ერთი დიდი და მთავარი წყაროა. სააკაშვილის საქმეს რომ სტრასბურგში წააგებდნენ, ეს ძალიან კარგად იცოდნენ. ამიტომაც არ უნდოდათ წასვლა. უბრალოდ, მართლა ვაიძულეთ ყოველდღიური მოწოდებებით. ბუნებრივია, სტრასბურგმა თქვა სიმართლე, რომ არანაირი წამება და მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები სააკაშვილთან დაკავშირებით არ არსებობდა. იყო თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება მასთან დაკავშირებით დარღვეული – დარწმუნებული ვარ, როგორც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გამტყუნდა გვარამია და მთელი მაშინდელი ოპოზიცია, ისე გამტყუნდება ამ თავის საქმესთან დაკავშირებით. გაბედოს და წავიდეს სტრასბურგში თავის საქმესთან დაკავშირებით.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა

Post navigation

Previous: შეეკითხებიან, თუ არა ზელენსკის, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა პრობლემა ქართული ოპოზიციის სიხარულია იმ ფაქტის გამო, რომ ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მეთაურმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველო იქნება, თუ არა ევროკავშირის წევრი
Next: ამიტომაც არის ასეთ გაღიზიანებული ბატონი მაკფოლი – სოზარ სუბარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.