Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეეკითხებიან, თუ არა ზელენსკის, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა პრობლემა ქართული ოპოზიციის სიხარულია იმ ფაქტის გამო, რომ ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მეთაურმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველო იქნება, თუ არა ევროკავშირის წევრი

მარშალ პრესი 05/07/2023
სუბარი

„როგორც ჩანს, ევროკავშირი არ არის მზად, გადმოაბიჯოს შავ ზღვას და ევროპიდან საკმაოდ დაშორებულმა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. ამის გამო შესაძლოა, ისრები გადმოიტანონ საქართველოზე და თქვან, თითქოს იმიტომ ვერ იღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომ არ არის მზად ამისთვის“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ „დსთ-ს“ წევრი მოლდოვა მზად არის ევროკავშირის წევრობისთვის და ჩვენ – არა, ამ შემთხვევაში უნდა დავადგეთ მოლდოვას გზას და ავკრძალოთ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“.

„თავის დროზე, როდესაც საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაერთიანებაზე იყო საუბარი, NATO-ს წევრი ქვეყნები მკაფიოდ ამბობდნენ, რომ არც ერთ მესამე სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება. ეს დამოკიდებულია მხოლოდ NATO-ს წევრი და გაწევრიანების მსურველი სახელმწიფოების ნებაზე. თუმცა ვნახეთ, რომ ეს პროცესი 20 წლის განმავლობაში გაიწელა.

შეეკითხებიან, თუ არა ზელენსკის, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თუ შეეკითხებიან, ეს იქნება ნამდვილად არასწორი. თუმცა პრობლემა ქართული ოპოზიციის სიხარულია იმ ფაქტის გამო, რომ თურმე ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მეთაურმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველო იქნება, თუ არა ევროკავშირის წევრი. ეს არის ძალიან სამწუხარო.

რაც შეეხება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობას, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, რადგან, როგორც ჩანს, ევროკავშირი არ არის მზად, გადმოაბიჯოს შავ ზღვას და ევროპიდან საკმაოდ დაშორებულმა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. დიდი შანსია, რომ ეს თუ არ მოხდება, ამ შემთხვევაში ისრები გადმოიტანონ საქართველოზე და დააბრალონ ჩვენს ქვეყანას, თითქოს იმიტომ ვერ იღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომ არ არის მზად ამისთვის. თუმცა ვერავინ გვეუბნება, რაში გამოიხატება ეს მზადყოფნა მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ მზად არის „დსთ“ წევრი მოლდოვა, რომელიც კრძალავს ოპოზიციურ პარტიებს. ეს გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საშუალება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას გაგვიხსნის.

ამ შემთხვევაში მე მოვუწოდებდი ჩემს კოლეგებს პარლამენტში, როგორც უმრავლესობის წევრებს, ისე ოპოზიციიდანაც თუ ვინმე შემოგვიერთდება, რომ შევისწავლოთ საქართველოში ყველაზე დიდი დამნაშავე პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობა. პარტიისა, რომელმაც მისცა შანსი ოკუპანტს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოეხდინა, რომელმაც თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დატოვა მოსახლეობა კოდორის, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონის ხეობებში ისე, რომ არც კი გაუფრთხილებია საფრთხის შესახებ. შევაფასოთ ეს პარტია და წავიდეთ მოლდოვას გზით, ერთხელ და სამუდამოდ ავკრძალოთ დამნაშავე პარტიის მოღვაწეობა საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: საქართველო იმ გამონაკლისი ქვეყნების რიგშია, რომელსაც თითქმის უპრეცედენტო პაკეტები აქვს უკრაინელი დევნილებისთვის, უკრაინელ ხალხს რთულ დღეებში კარი გაუღო და ღირსეულად დახვდა მოძმე ხალხს
Next: ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელმაც საქართველოში ყველაზე მაღალ დონეზე დანერგა ზიზღი, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.