Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის დღევანდელი პრეს-კონფერენცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა პირნათლად ყველა ის პუნქტი და დავალება, თან საჯაროდ პირდაპირ ეთერში რაც იყო ევროკავშირიდან

მარშალ პრესი 04/07/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძის პრეს-კონფერნაციას გამოეხმაურა, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის მიერ დავალებული 12- პუნქტიანი გეგმის  შესრულებას.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა ევროკავშირის მიერ დავალებული 12 – პუნქტიანი გეგმის ყველა დავალება, თუმცა ოპოზიციას სხვა დავალება და მიზანი აქვს – ეს არის ქვეყანაში პოლარიზების გაღრმავება.

„ოპოზიციის როლი როგორია? – ნულოვანი რომ არის ამ პროცესში, ამას ადასტურებს, მათ შორის, ის ჩანაწერები და ოპოზიციის ინტერვიუები, სადაც ამბობენ რომ ბოიკოტს უცხადებენ 12 -რ პუნქტიანი გეგმის შესრულების სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას. ირაკლი კობახიძის დღევანდელი პრეს-კონფერენცია  კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა პირნათლად ყველა ის პუნქტი და დავალება, თან საჯაროდ პირდაპირ ეთერში რაც იყო ევროკავშირიდან. რაც შეეხება პოლარიზებას და დეპოლარიზაციის პროცესს, აქ ყველა კარგად ვხედავთ, რომ ეს დამოკიდებულია რადიკალური ოპოზიციაზე. მისი დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი არის პოლარიზება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: „დეკემბერში სტატუსი თუნდაც გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო მოგვცენ, ესეც ხელისუფლების დამსახურება იქნება“
Next: მიხეილ სააკაშვილო, ატყობ რა ხაბეიშვილად ადარდებ ყველას, რომ 20 კაცი ძლივს შეგიკრიბეს? – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.