Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„დეკემბერში სტატუსი თუნდაც გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო მოგვცენ, ესეც ხელისუფლების დამსახურება იქნება“

მარშალ პრესი 04/07/2023
თამარ ჩიბურდანიძე

“საქართველოს, როგორც კავკასიის შუაგულს და დომინანტ სახელმწიფოს, ყოველთვის ჰქონდა გეოპოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ ამის სწორი რეალიზება არასოდეს ხდებოდა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციის ახალი კამპანია, რომ ევროკავშირმა შეიძლება, სტატუსი გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო მოგვცეს, ვერ იმუშავებს, რადგან თუ საქართველოს სტატუსს ამის გამო მისცემენ, ესეც ხელისუფლების დამსახურება იქნება.

„ოპოზიციის ახალი კამპანია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ თურმე ევროკავშირმა სტატუსი შესაძლოა, მხოლოდ საქართველოს გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო მისცენ, ისევ მათ აგდებთ უხერხულ მდგომარეობაში. ოღონდ ეს პოზიტივი ხელისუფლების მიღწევად არ ჩაითვალოს და თანახმა არიან, ყველანაირი უაზრობა გააჟღერონ.

საღად მოაზროვნემ იცის, რომ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შეძენა ქვეყნისთვის მხოლოდ ტერიტორიული მდებარეობით არ განისაზღვრება. ეს სუვერენული სახელმწიფოს ფუნქციის გაძლიერებით არის შესაძლებელი, როდესაც საკუთარ ქვეყანას თავად აძლევ ამ დატვირთვას, თავად პოულობ ადგილს გლობალურ პოლიტიკაში და ირჩევ ღირსეულ, თვითმყოფად პოლიტიკას.

საქართველოს, როგორც კავკასიის შუაგულს და დომინანტ სახელმწიფოს, ყოველთვის ჰქონდა გეოპოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ ამის სწორი რეალიზება არასოდეს ხდებოდა. მართალია, ბოლო 30 წელია ჩვენ მივისწრაფვით ევროატლანტიკური გზისკენ, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ თურმე მავანთ ეს უფრო საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდებოდათ, ვიდრე საქართველოსთვის. ამაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს უახლესი ქრონიკებიდან. ეს არის ის მთავარი საკითხი, რის წინააღმდეგაც ჩვენ ღიად გამოვედით და რის გამოც შეიქმნა ჩვენი მოძრაობა.

საქართველოს გეოპოლიტიკური რესურსი დღემდე ეროვნული ინტერესებისთვის არ ყოფილა გამოყენებული. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო ამ ფუნქციის შეძენაც და სწორად გამოყენებაც ქვეყნისთვის. ეს არის ურთულესი გზაა, რადგან ხელისშემშლელი ფაქტორები ბევრად უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ხელისშემწყობი და ამ გზაზე ფაქტობრივად მარტო, დამოუკიდებლად გვიწევს სიარული.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსის მოლოდინში არავის მივცემთ უფლებას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ხაზი გადაუსვას ხელისუფლების უდიდეს შრომას ევროინტეგრაციის გზაზე.

ყველამ დაიმახსოვროს ის, რომ თუნდაც დეკემბერში სტატუსი გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო მოგვცენ, ესეც ხელისუფლების დამსახურება იქნება“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ორივე მითი ახლა უკვე განადგურებულია – შალვა პაპუაშვილი
Next: ირაკლი კობახიძის დღევანდელი პრეს-კონფერენცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა პირნათლად ყველა ის პუნქტი და დავალება, თან საჯაროდ პირდაპირ ეთერში რაც იყო ევროკავშირიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.