Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ქალი ან შლეგია, ან საქართველოს მოსახლეობა ჰგონია უვიცი – ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანზე

მარშალ პრესი 02/07/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, შემაშფოთებელია პირდაპირი ფრენები, ვინაიდან რუსებს ევროპაში გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ.

ნიკოლეიშვილის თქმით, დეგნანს საქართველოს მოსახლეობა უვიცი ჰგონია, ვინაიდან, თუ რუსებს ევროპაში ჩასვლა სურთ, ისინი სტამბოლიდან ან დუბაიდანაც მოახერხებენ ამას.

“ეს ქალი ან შლეგია, ან საქართველოს მოსახლეობა ჰგონია უვიცი. ერთიც და მეორეც დიდი უბედურებაა. თუ რუსს ევროპაში ჩასვლა უნდა, სტამბოლიდან, დუბაიდან და სხვა ქვეყნებიდან ვერ ჩავა? ან თუ ევროპის რომელიმე ქვეყანას რუს მოქალაქეებზე აკრძალვა აქვს, უკან ვერ გააბრუნებს? კარგი იქნება თუ მალე მოცილდება ჩვენ ქვეყანას ეს მართლაც არაადეკვატური ქალი”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საკუთარი თანამებრძოლები და მხარდამჭერები გადაგვაგდეთ – დავით ნებიერიძე ნაც.მოძრაობას
Next: სტამბულის ან თელ-ავივის აეროპორტებიდან ევროპაში ჩასულ რუსებს რას უშვრებით? ადგილზევე ხვრეტთ? გამოცდილებას ვერ გაგვიზიარებთ?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.