ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით ნებიერიძე წერს, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ ისინი გადააგდო, რაშიც ის გულისხმობს პარტიის დაპირებას უწყვეტ აქციებთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ეხებოდა.
ენმ-ის ხელმძღვანელობას: “ქოცებივით” გადამგდებები ხართ. ოღონდ ქოცებზე უპატიებელნი. იმიტომ რომ საკუთარი თანამებრძოლები და მხარდამჭერები გადაგვაგდეთ. მიშას გათავისუფლებისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოიგეთ არჩევნები და მოხვედით მმართველიბაში. მაგრამ, მიშაც ფეხებზე დაიკიდეთ და საქართველოს მომავალიც. აღმოჩნდა რომ მხოლოდ მომავალი საპარლამენტო სიის დაწერის უფლებისთვის იბრძოლეთ და გაასულელეთ უამრავი თანამებრძოლი. გადამგდებების სახელს ვეღარასოდეს მოიშორებთ.”- წერს ნებიერიძე.

