Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს

მარშალ პრესი 28/06/2023
357127070_646952147487374_2757915493689363851_n

დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან სხვადასხვა პერიოდში ხანძრითა და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი.

დადებითი გადაწყდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული 15 ოჯახის – ჯამში 184 438 ლარით დახმარების საკითხი.

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 215 ოჯახს 1 462 825 ლარს გამოუყოფს. თანხა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.

სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

მიმდინარე წელს, ამავე კომისიის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, 109 ოჯახზე უკვე გამოყოფილია 1 107 976 ლარი.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, გამოსაშვები ღონისძიება ,,წინ სკოლისაკენ“ გაიმართა
Next: დასრულდა ჩვენი პუბლიცისტური „სერიალის“ მომდევნო ეპიზოდი, რომელმაც მეტნაკლებად სრულად აისახა სპეცოპერაცია „ხელისუფლების აყირავების“ მნიშვნელოვანი ეტაპი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.