Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასრულდა ჩვენი პუბლიცისტური „სერიალის“ მომდევნო ეპიზოდი, რომელმაც მეტნაკლებად სრულად აისახა სპეცოპერაცია „ხელისუფლების აყირავების“ მნიშვნელოვანი ეტაპი

მარშალ პრესი 28/06/2023
დავით ქართველიშვილი

„ყოველდღიურად ვაფიქსირებდით საერთაშორისო აგენტოკრატების მიერ „ხელისუფლების აყირავების“ დადგმაში სულ უფრო ახალი მარიონეტების სცენაზე გამოყვანას: ცალკეული „სამოქალაქო აქტივისტებიდან“ დაწყებული – ქვეყნის მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებით დასრულებული“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი ქვეყნის „აყირავების“ მცდელობის შესახებ მორიგ წერილს აქვეყნებს და გვპირდება, რომ გაგრძელება კვლავაც იქნება.

„დასრულდა ჩვენი პუბლიცისტური „სერიალის“ მომდევნო ეპიზოდი, რომელმაც მეტნაკლებად სრულად აისახა სპეცოპერაცია „ხელისუფლების აყირავების“ მნიშვნელოვანი ეტაპი – უკრაინის 2014 წლის მსგავსად დესტრუქციული აქციების „მაიდანიზაციის“ სტადიაში გადაყვანის მცდელობის სახით:

განვიხილეთ მიმდინარე წლის მარტის მოვლენების ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისის მოდელირების ინსცენირება განვიხილეთ დესტრუქციულ დღის წესრიგში ახალი აქტორების-ლიდერების შემოყვანის ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა თვალყურს ვადევნებდით „გლობალური ომის პარტიის“ მიზანმიმართულ განცხადებებს და კონკრეტულ მცდელობებს – საქართველოში მოვლენათა „მაიდანიზაციის“ პრაქტიკულ ჭრილში გადასაყვანი ხელსაყრელი „გარემოს“ შესაქმნელად გავარჩიეთ აგენტოკრატების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ასარევად ჩართული უკრაინის სახელისუფლებო ფაქტორი ყოველდღიურად ვაფიქსირებდით საერთაშორისო აგენტოკრატების მიერ „ხელისუფლების აყირავების“ დადგმაში სულ უფრო ახალი მარიონეტების სცენაზე გამოყვანას:

ცალკეული „სამოქალაქო აქტივისტებიდან“ დაწყებული – ქვეყნის მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებით დასრულებული დეტალურად განვიხილეთ მიმდინარე წლის მარტის აქციების მსვლელობა, მათში მონაწილე კონტინგენტის და გარედან მხარდამჭერი ძალების სახით რამოდენიმე „სერია“ დავუთმეთ მათი მამოძრავებელი იდეოლოგიური ძალის, „ლიბერალური ფაშიზმის“ ხაზის მატარებელი, ე.წ. „საგანმანათლებლო“ სფეროს მიკუთვნილი კლუბების, ჯგუფების და ორგანიზაციების შიდა „სამზარეულოს“ გავეცანით ქართული „ლიბერალური ფაშიზმის“ ძირითად „ქოუჩებს“ და ახალგაზრდობაზე მათ გავლენის ზონებს განვიხილეთ აქამდე უპრეცედენტო მედია-კამპანია, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე მის შიგნით „რუსული კანონის“ სტიგმის ასაგორებლად ფარდა ავხადეთ ევროპელი „მედიამეიქერების“ საქმიანობას, საქართველოს საერთაშორისო სანქციების „გვერდის ავლაში“ დადანაშაულების ფეიკ-კამპანიის წარმოების სახით უტყუარი და ეჭვგარეშე ვერდიქტი გამოვუტანეთ საქართველოში ა.შ.შ.-ს საელჩოს, როგორც „გლობალური ომის პარტიის“ საფარქვეშ მოქმედ რეზიდენტურას, რომელიც თავისი აგენტი-მარიონეტების სრული შემადგენლობის გააქტიურებით, „ხელისუფლების აყირავების“ სპეცოპერაციის საორგანიზაციო სათავეში იდგა და დგას ჩვენს მომდევნო „ეპიზოდებში“ ეს უკანასკნელი მოსაზრება კიდევ უფრო იქნება გაშლილი და გამყარებული გამაოგნებელი ფაქტებითა და მტკიცებულებებით – ასე რომ, „არ გადართოთ“, დარჩით ჩვენთან…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს
Next: ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის სისხლი სწყურია (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.